პსჟ-ს სამუელ უმტიტის შეძენა სურს
ბრიტანული გამოცემა The Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის შეძენით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული. როგორც წყარო იუწყება, ფრანგები უმტიტის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან ან ზედმეტი დანახარჯების გამო სანქციების თავიდან ასარიდებლად, რომელიმე ფეხბურთელში, დიდი ალბათობით, ანხელ დი მარიაში გაცვლას შესთავაზებენ.
უმტიტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველისთვის ნამდვილად ძალიან ცოტაა. მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული.
როგორც იცით, 24 წლის მცველმა "სელტასთან" მატჩში ტრავმა მიიღო და ის 8 კვირას, ანუ დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]