სერჟი რობერტო: არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე ვითამაშებ
"ბარსელონას" 25 წლის უნივერსალი სერჟი რობერტო აცხადებს, რომ მისთვის მთავარია მოედანზე ხშირად იყოს და არ აქვს მნიშვნელობა, მოედნის ცენტრში ითამაშებს, თუ დაცვის მარჯვენა ფლანგზე.
"გასულ სეზონში ბევრი სათამაშო დრო მქონდა, მაგრამ მაინც მსურდა მოედანზე კიდევ უფრო ხშირად გამოვსულიყავი. სწორედ ესაა ჩემი მთავარი მიზანი. მინდა შემადგენლობაში მოვხვდე და რაც შეიძლება მეტი ვითამაშო. არ აქვს მნიშვნელობა, მოედნის ცენტრში დამაყენებენ, თუ დაცვის მარჯვენა ფლანგზე.
"სპორტინგთან" გასამართი დაპირისპირება რთული იქნება. უპირველესად იმიტომ, რომ მეტოქეს კარგი ფეხბურთლები ჰყავს. ასევე იმიტომ, რომ "სპორტინგს" აუცილებლად მოგება სჭირდება." - ციტირებს რობერტოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]