"ბარსელონამ" ახალგაზრდული ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

"ბარსელონამ" ახალგაზრდული ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

"ბარსელონამ" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფის ბოლო მატჩი კატალონიელებმა "სპორტინგის" წინააღმდეგ დღეს გამართეს და შანსი ჰქონდათ, ჯგუფურ ეტაპი 100%-იანი მაჩვენებელით გადაელახათ. "ბარსა" თამაშს იგებდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1-1 დამთავრდა. ამით "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდისთვის სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც "სპორტინგისთვის". "ბლაუგრანა" 16 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ლისაბონური კლუბი კი 9 ქულით - მეორეზე. შესაბამისად, "იუვენტუსი" და "ოლიმპიაკოსი" პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Pilar Rubio
    სტუმარი [?]
    #1 6 დეკემბერი 2017 11:35
    0
    მაინც არაფერში უქნიან ღმერთს