ჩაბი ალონსო: "კლასიკოში" 0:5 წაგების შემდეგ "რეალი" შეიცვალა
ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო აცხადებს, რომ 2010 წელს "ბარსელონასთან" 0:5 განადგურების შემდეგ, მადრიდის "რეალი" შეიცვალა და უფრო გაძლიერდა.
"ამ ცნობილი მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი შეიცვალა. იმ დროს, ჩვენ "ბარსელონასთვის" წინააღმდეგობის გაწევა არ შეგვეძლო. მომდევნო სეზონში კი შევამჩნიეთ, რომ ამის ძალა უკვე გვქონდა. შეგვეძლო გვებრძოლა როგოც "ბარსელონას", ასევე ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ. მოედანზე დომინირება დავიწყეთ. 2011 წლის ბოლოს კი შესანიშნავად გამოვიყურებოდით და ვიცოდით, რომ 4 პასით ნებისმიერი თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეგვეძლო." - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]