სუარესი: ამ სეზონში ტიტულისთვის ბევრი პრეტენდენტია
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.
"ამ სეზონში, ლა ლიგაში, ტიტულზე ბევრი პრეტენდენტია. გარდა "რეალისა", არის ასევე "ვალენსია" და "ატლეტიკო", რომლებიც შესანიშნავად ასპარეზობენ. ეს საინტერესო ბრძოლა იქნება.
რა თქმა უნდა, "ბერნაბეუზე" გამარჯვება ჩვენთვის უზარმაზარი ბიძგი იქნება, მაგრამ ეს თამაში გადამწყვეტი არ იქნება. "დეპორტივოს" წინააღმდეგ მატჩში ჩემი თავითა და მთელი გუნდით კმაყოფილი ვარ. ეს მნიშვნელოვანი სამი ქულა და შესანიშნავი გამოსვლა იყო." - განაცხადა სუარესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]