"ხეტაფე" - "ბარსელონა" – საინტერესო ფაქტები

"ხეტაფე" - "ბარსელონა" – საინტერესო ფაქტები

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონამ" გასვლით მატჩში მადრიდული "ხეტაფე" ანგარიშით, 1–3 დაამარცხა. ამ სიახლეში მატჩის რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ, რომელიც "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა...

- "ბარსა" გასვლითი შეხვედრების მოგებას აგრძელებს. "ლა ლიგას" სეზონის დაწყებიდან, გუნდმა 5 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და აქედან ყველა მატჩში გამარჯვება მოიპოვა. ამ მხრივ რეკორდი 1991/92 წლის სეზონში მადრიდის "რეალს" აქვს დამყარებული. მათ სეზონის სტარტის პირველი 6 გასვლითი მატჩიდან 6–ივეში გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

- ხერარდ პიკე ამ სეზონში, "ბარსას" რიგებიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მოედნიდან 2 ყვითელი ბარათის გამო იქნა გაძევებული.

- ლეო მესი ზედიზედ მესამე თამაშია, რაც "კოლიზეუმ ალფონსო პერეს"–ზე გოლის გატანას ახერხებს.

- წელს, პედრომ "ლა ლიგაში" პირველი გოლის გატანა შეძლო. მას ასევე გოლი "ჩემპიონთა ლიგაზე" და "სამეფო თასზე" აქვს გატანილი. "ბარსას" მხრიდან ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლი ყველა ჩემპიონატში აქვს გატანილი.

- მაშერანო ამ მატჩში ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა.

- სერხიო ბუსკეტსი მოედანზე ბოლო წუთებზე შემოვიდა. მან, მისი მოედანზე ყოფნის მანძილზე, 14 პასის გაკეთება შეძლო და აქედან ყველა ზუსტი აღმოჩნდა. ერთ–ერთი პასი მან ლეო მესის გაუკეთა, რითაც არგენტინელს 100%–იანი გოლის გატანის შანსი მისცა, მაგრამ ლეომ ანგარიშის 4–მდე გაზრდა ვერ შეძლო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.