ლუის სუარესი: ჩემპიონატი ახლა იწყება
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "რეალთან" მატჩის შემდეგ (3:0) კომენტარი გააკეთა.
"სამი ქულა მოვიპოვეთ და სხვაობა გავზარდეთ - სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემპიონატი ახლა იწყება და მის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.
"რეალს" 14 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ "ატლეტიკო" და "ვალენსია" წინ გაჭრის უფლებას არ გვაძლევენ.
რაც შეეხება ჩემ გოლს - ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. თავის გამოჩენა ინდივიდუალური თვალსაზრისით გეხმარება, მაგრამ განსაკუთრებული ფასი კოლექტიურ სამუშაოს აქვს."-ამბობს ლუისი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]