ჩავი: „სიტის“ „ბარსელონას“ დნმ აქვს
"ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა "მანჩესტერ სიტის" წამყვანი ფეხბურთელის, კევინ დე ბრუინის შესახებ კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა მსგავსებას აღნიშნულ ორ გუნდს შორის.
"პეპის კოლექტივი მუდამ გუნდური თამაშის ხარჯზე იგებს, მაგრამ ყოველთვის უნდა გყავდეს ფეხბურთელი, რომელიც რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს. "ბარსელონაში" ეს მესი იყო, "სიტიში" კი ამ ფუნქციას დე ბრუინი ასრულებს.
ყოველ ჯერზე, როცა ის ბურთს იღებს მიჩნდება გრძნობა, რომ რაღაც საოცარი მოხდება. მუდამ 3:0 ან 4:0 ანგარიშით ვერ გაიმარჯვებ, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაზე.
"მანჩესტერ სიტის" "ბარსელონას" დნმ აქვს, რაც გასაკვირი არაა. მას ხომ თავად გუნდის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ფლობს. ესპანელი სპეციალისტი ამ იდეას თავის ახალ კოლექტივს გადასცემს."-ამბობს ჩავი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]