მესის მამა: ლეო "ბარსელონაში" იქამდე დარჩება, სანამ კლუბი ტოპ ჩემპიონატში ითამაშებს
ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი აცხადებს, რომ El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი შვილის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში მას კლუბიდან უფასოდ წასვლა შეეძლება, არასწორია.
"რაც ითქვა, სიმართლე არაა. დამატებითი შეთანხმება ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამის მიხედვით ლეო კლუბში იქამდე დარჩება, სანამ "ბარსელონა" ტოპ ლიგაში ითამაშებს, მნიშვნელობა არ აქვს კატალონია დამოუკიდებლობას მიიღებს თუ არა. ესეც რომ მოხდეს, სანამ გუნდი ისეთივე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს, როგორც ახლა, მესი "ბარსადან" არ წამოვა". - ციტირებს ხორხეს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]