MD: "ბარსელონა" კოუტინიოს "კამპ ნოუზე" ორშაბათს წარადგენს
"ლივერპულის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, ფეხბურთელის პრეზენტაცია ორშაბათისთვის იგეგმება, იტყობინება El Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, "კამპ ნოუ" ახალი წევრის მისაღებად ემზადება, ტრანსფერის განხორციელებამდე, სავარაუდოდ საათებიღა რჩება.
მანამდე კი Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბებს შორის შეთანხმება ფინალურ ფაზაში შედის და ფეხბურთელი ხვალ "ლევანტესთან" მატჩს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიომ "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრა გამოტოვა და გუნდს დუბაიშიც არ გაჰყვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]