ლიონელ მესი: 400 შეხვედრა, 365 გოლი
"ლევანტესთან" თამაში "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესისთვის ლა ლიგაში საიუბილეო, მეოთხასე იყო. ის ისტორიაში 71-ე ფეხბურთელია, რომელიც ამ ნიშნულს გადაცდა. მას 365 გოლი აქვს გატანილი, ამასთან შესრულებული აქვს 144 ასისტი. დღევანდელ მატჩში მან მეტოქის კარის ბადეში ბურთის გახვევა მე-12 წუთზე მოახერხა და ანგარიში გახსნა.
365-დან 211 მესიმ საშინაო მოედანზე გაიტანა, 154 კი სტუმრად. არგენტინელის ანგარიშზე 24 ჰეთ-თრიქი და 4 პოკერიცაა.
ამ გოლების საშუალებით, ლეომ 4-ჯერ მოახერხა გამხდარიყო ესპანეთის და ზოგადად ევროპის საუკეთესო ბომბარდირი და შესაბამისად, ის ამდენივე ოქროს ბუცითაა დაჯილდოებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]