გილემ ბალაგე: "ბარსა", გრიზმანის თაობაზე, ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ...
ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გილემ ბალაგე აცხადებს, რომ ფილიპე კოუტინიოს დამატების შემდეგ, "ბარსელონა", ზაფხულში, კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს და საქმე ანტუან გრიზმანს ეხება.
"ბარსელონა" რომ გრიზმანითაა დაინტერესებული, ეს სიახლე არაა. ბალაგეს ცნობით, კატალონიელები, ტრანსფერის თაობაზე, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
"ზაფხულში, "ბარსელონა" შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს. წავა თიქთმის მესამედი გუნდი. თუმცა, ვალვერდეს ამჟამინდელ გუნდშიც ყველაფერი აკმაყოფილებს.
კლუბში, გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მაგრამ "ბარსას", შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" აჯობოს." - ციტირებს ბალაგეს სიტყვებს Sky Sports.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 48 ]