"ბარსელონა" და "სევილია" ვიდალის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან
28 წლის კატალონიელი მარჯვენა მცველის, ალეიშ ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით მის ყოფილ და ამჟამინდელ კლუბებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
"სევილია" ვიდალის დაბრუნებით დაინტერესებულია, მაგრამ ანდალუსიელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა ისე სურთ, რომ გამოსყიდვის ვალდებულება არ ჰქონდეთ. "სევილიას" სურვილია, ვიდალმა თავისი შესაძლებლობები ჯერ მოედანზე დაამტკიცოს და კლუბმა მისი გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოს.
კატალონიელებს ასეთი პირობები არ აწყობთ. "ბარსელონას" სურს, შეთანხმებაში სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიდოს, რადგან კლუბს ვიდალის გაყიდვა აქვს განზრახული.
ალეიშ ვიდალი "ბარსელონაში" 2015 წელს, სწორედ "სევილიადან" გადავიდა 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ. "ბარსელონას" მაისურით მან 41 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან 15 მატჩი და 2 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]