გვარდიოლა: ”ჩვენ თამაშებს არ ვყრით”
”მე არ მინდა წამოვეგო სატყუარას თითქოს ჩვენ საქმე უკვე შესრულებული გვაქვს.”- განაცხადა ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ოთხშაბათის მატჩის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ გასვლითი მატჩი დაბალი კატეგორიის გუნდთან მოიგო ანგარიშით 2-0, გვარდიოლა ამტკიცებს ”ჩვენ გადასაყრელი თამაშები არ გვაქვს” და რომ ის და მისი მოთამაშეები შეეცდებიან მაქსიმალურად კარგად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ბარსასთვის გადამწყვეტია ამ თამაშისადმი ისეთივე მიდგომა, როგორც სხვა მატჩების მიმართ აქვთ. ”ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ან ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს. ჩვენ Copa del Rey-ს თამაშებს უნდა მივუდგეთ სერიოზულად.”- თქვა გვარდიოლამ და იქვე დაამატა, რომ სეუტასთან მატჩი არ იქნება ძალიან რთული, თუმცა საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს.
შეკითხვაზე, თუ რამდენად ჭირდება სეუტასთან მატჩისთვის თავისი ფეხბურთელების განსაკუთრებული მოტივირება, გვარდიოლამ უპასუხა: ”მათ უყვართ თამაში და მათ უყვართ ფეხბურთი. ამ ბიჭებს უყვართ ფეხბურთის თამაში. ისინი გავლენ მოედანზე და იბრძოლებენ.” პეპმა კარგად იცის, რომ თამაშს, რომელიც ესპანეთის დროით 22:00 საათზე იწყება, არ დაესწრება ბევრი გულშემატკივარი. თუმცა მათ, ვინც მოვა გვარდიოლა კარგ თამაშს ჰპირდება.
სეუტასთან თამაშისთვის გვარდიოლამ 5 სარეზერვო ფეხბურთელი შეარჩია. მათ შორისაა სერხი რობერტო. გვარდიოლამ შეაქო ბარსას ფეხბურთელი და თქვა:”მისი სამომავლო პერსპექტივები ძალიან კარგია. ის არის ახალგაზრდა, რომელის მიმართ ლუის ენრიკეს დიდი ნდობა აქვს.”
გვარდიოლამ ასევე ისაუბრა ნოლიტოზე, ბარსა ბ-ს ერთ-ერთ ვარსკვლავზე, რომელიც პირველი გუნდის კარებზე აკაკუნებს. იყო მოსაზრებები, რომ ის გუნდიდან წასვლას აპირებს, მაგრამ გვარდიოლამ თქვა: ”მე ვურჩევდი მას იბრძოლოს აქ დარჩენისთვის. ყოველთვის მოიძებნება დრო აქედან წასვლისთვის თუმცა ძალიან ცოტა ადგილია მისთვის უკეთესი... მან უნდა გააგრძელოს კარგად თამაში და იბრძოლოს ადგილისთვის აქ.” მან შეახსენა მსმენელებს, რომ ბარსა არის კლუბი, რომელსაც უყვარს საკუთარი ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა.
გვარდიოლამ სეუტასთან გასამართ მატჩის განაცხადში სარეზერვო გუნდის 5 ფეხბურთელი შეიყვანა. თასის წესების მიხედვით გუნდში შეიძლება იყოს მხოლოდ 6 ფეხბურთელი სარეზერვო გუნდიდან, და მხოლოდ 4 მათგანი უნდა იმყოფებოდეს მოედანზე თამაშის მსვლელობისას. გვარდიოლა არ ეთანხმება წესებს და აღნიშნავს: ”თამაშები ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების საშუალებას აძლევენ”. გვარდიოლას განცახდებით მისი ნება რომ იყოს უფრო მეტ სარეზერვო ფეხბურთელს გამოიყენებდა მატჩში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]