ჩაბი პრიეტო: ბურთზე მესის ყოველი შეხებით სიამოვნებას იღებ
"რეალ სოსიედადის" კაპიტანი ჩაბი პრიეტო აცხადებს, რომ ის მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის გასამართ მატჩს სპეციალურად დაესწრო იმის გამო, რომ ლიონელ მესის თამაშისთვის თვალი ტრიბუნებიდან მიედევნებინა.
"მესი ჩემი სისუსტეა და ამ მხრივ ერთადერთი არ ვარ. ეს ლოგიკურია. მესის ხომ ისეთ რაღაცეების კეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერავინ აკეთებს. მოედანზე ის ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. მესის ბურთთან ყოველი შეხებისგან სიამოვნებას იღებ.
ტრიბუნაზე ყოფნის დროს მესის თამაშის უკეთ ხილვის საშუალება გაქვს. მან იცის, როგორ უნდა აატკიოს მეტოქეს თავი. ის თავისუფალ სივრცეს ისე ეძებს, როგორც სხვა არავინ. მის თამაშს მთელი დღის განმავლობაში სიამოვნებით ვუყურებდი... სამწუხაროა, რომ ის მატჩები სრულდება, სადაც მესი საკვანძო როლს თამაშობს." - ციტირებს პრიეტოს სიტყვებს Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]