ერნესტო ვალვერდეს დაბრუნება "კორნელია ელ-პრატზე"

ერნესტო ვალვერდეს დაბრუნება "კორნელია ელ-პრატზე"

ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" იმ იშვიათ მწვრთნელთა რიცხვში შედის, რომელთა მიმართაც ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის, "ესპანიოლის" გულშემატკივრები დიდ პატივისცემას გამოხატავენ.

ვალვერდე "ესპანიოლის" რიგებში 1986-88 წლებში თამაშობდა, 2006-08 წლებში კი ამ გუნდს წვრთნიდა. მისი მთავარი მიღწევა, ალბათ ისაა, რომ გუნდს ორი ევროპული ფინალი ათამაშა: ჯერ ფეხბურთელის, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში. ამასთან ერთად, კლუბის მიერ მისი დიდი სიყვარულის მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი ხასიათი და პროფესიონალიზმია.

"ის ძალიან კარგად მახსენდება. "ბარსელონას" გაუმართლა, რომ ისეთი დამრიგებელი ჰყავს, როგორიც ვალვერდეა. მისი წასვლის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და მოხარული ვარ, რომ მისი საქმეები კარგად აეწყო. ვალვერდეს ყოველთვის ღირსეულად მივიღებთ, ისევე როგორც ანდრეს ინიესტას, "ბარსას" კაპიტანს". - აცხადებს "ესპანიოლის" რამდენიმე მხარდამჭერი Marca-სთან.

"კორნელია ელ-პრატზე", ერნესტოს, ღირსეულად ნამდვილად დახვდებიან, მაგრამ "ბარსას" თანაქალაქელებმა მის მიმართ პატივისცემა უკვე გამოხატეს: სტადიონის ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მისი სახელია დაწერილი. მართალია, ასეთი სახელები არც ისე ცოტაა, მაგრამ "ესპანიოლის" მხრიდან ეს მაინც დაფასებაა.

ვალვერდესთან დაკავშირებით, გულგრილად, "ესპანიოლთან" დაკავშირებული თითქმის არცერთი ადამიანი არ საუბრობს, ისევე როგორც თავად ესტრემადურელი სპეციალისტი - ყოფილ კლუბზე. თუმცა, წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ვალვერდემ ამას ისიც დაამატა, რომ მოედანზე გასვლის შემდეგ ემოციების გვერდზე გადადება და თამაშზე კონცენტრირებაა საჭირო.

"ბარსელონა" ახალ მწვრთნელთან ერთად "ესპანიოლს" ერთხელ უკვე დაუპირისპირდა, მაგრამ "კამპ ნოუზე", ლა ლიგის მე-3 ტურში და საკმაოდ ადვილად, 5-0 დაამარცხა. საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფრები" იგივეს გაკეთებას ახლა, ესპანეთის თასის ორმატჩიან დაპირისპირებაში.

"კორნელია ელ-პრატი" არა ლეგენდარულ, მაგრამ მაინც ძალიან პატივსაცემ ადამიანს დღეს საღამოს ისევ მიესალმება. 10 წლის შემდეგ, მისთვის პირველი კატალონიური დერბი შედგება "ესპანიოლის" საშინაო არენაზე: იგივე მოედანზე, მაგრამ სხვა კლუბით და უფრო დიდი მიზნებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Koutinio
    სტუმარი [?]
    #2 17 იანვარი 2018 23:05
    0
    Suaresi or gols gaitan paulinio da mesi jarimas sheasruleba4.1

    Romel sportul kanalZe gava
    yerry mina
    სტუმარი [?]
    #1 17 იანვარი 2018 18:41
    0
    ვალოდია მაგარი კაცია ძალიან