სერჟი რობერტო: ორი მატჩის ჯამში ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ უნდა შემოვატრიალოთ

სერჟი რობერტო: ორი მატჩის ჯამში ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ უნდა შემოვატრიალოთ

"ესპანიოლთან" თამაშის შემდეგ "ბარსელონას" უნივერსალმა ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ მატჩზე ისაუბრა.

"პირველ ნახევარში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე უფრო გააქტიურდა, ზეწოლა გაზარდა და შედეგიც მივიღეთ. თუმცა, ახლა ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. კონცენტრირება "ბეტისთან" ლიგის თამაშზე უნდა მოვახდინოთ, შემდეგ კი "ესპანიოლთან" განმეორებითი მატჩი გველოდება.

პირველ შეხვედრაში  მარცხს დიდი მნიშნველობა არ აქვს. მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და ორი მატჩის ჯამში ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალოთ". - თქვა სერჟი რობერტომ, რომელიც, ერნესტო ვალვერდემ, ამ თამაშშიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.