ჟერარ პიკე "ბარსელონას" მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

ჟერარ პიკე "ბარსელონას" მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

დღეს, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხის რაოდენობა 500 მილიონი ევროა და ამ მხრივ, ის გუნდში მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ ლიონელ მესი უსწრებს, რომლის ფასიც 700 მილიონია.

პიკეს მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს უნდა ამოწურულიყო, ხელშეკრულებაში კი გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი იყო ჩაწერილი. 2008 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სამშობლოში დაბრუნდა, მისი ფასი 10-ჯერ გაიზარდა.

პიკეს შემდეგ კატალონიური გრანდის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე (400 მილიონი) მოდიან, მათ შემდეგ კი ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა (200 მილიონი).

რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, რომელთა ღირებულებაც 100 მილიონზე მეტია, ასეთი "ბარსელონაში" სულ 4-ია. ესენი არიან: ტერ შტეგენი (180 მილიონი), ჟორდი ალბა (150), რაკიტიჩი (125) და პაულინიო (120). 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Genadi
    სტუმარი [?]
    #3 19 იანვარი 2018 11:48
    0
    ახალი ვარ მიმიღებთ

    პიკე მგელიხარ
    Culé [?]
    #2 19 იანვარი 2018 00:02
    0
    სულით და გულით კულეა,ძალიან მაგარია. მომოვალი პრეზიდენტია ბარსას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 იანვარი 2018 23:54
    0
    ლეგენდააა პიკენბაუერი როგორც მას ეძახიან <3