რაფინიას მამა: ჩემი შვილის მიზანი უბრალოდ თამაშია
"ბარსელონას" ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას მამამ, მაზინიომ, დაადასტურა, რომ მისი შვილი სეზონის ბოლომდე "ინტერში" იჯარით ითამაშებს.
სხვადასხვა წყაროზე დაყდნობით, "ინტერი" რაფინიას სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს, შემდეგ კი, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, 24 წლის ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
"რაფინიას მიზანი უბრალოდ თამაშია. "ბარსელონაში" მას ამის გაკეთება გაუჭირდება. კატალონიურ კლუბში მის პოზიციაზე ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს და ეს უკვე 5 წელია გრძელდება.
ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რაფინიას ტრავმების გამო არ გაუმართლა. მას უბრალოდ უნდა ითამაშოს და თავი ბედნიერად იგრძნოს იმის გაკეთებით, რაც მოსწონს, ისეთ შესანიშნავ კლუბში, როგორიც "ინტერია". იმედი გვაქვს, რომ ეს 3-4 თვე მას მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად დაეხმარება. ის იტალიაში ამ შანსს გამოიყენებს", - აცხადებს რაფინიას მამა Diario Sport-თან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]