"ბარსელონა" ორიოლ ბუსკეტსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 19 წლის ნახევარმცველ ორიოლ ბუსკეტსთან უახლოეს დღეებში კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა უკვე განუცხადეს ბუსკეტსის აგენტს, რომ ფეხბურთელის კლუბში დატოვება სურთ.
კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი აპირებს, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების "ბარსელონას" სარეზერვო გუნდიდან წასვლის პროცესი შეაჩეროს. როგორც იცით, გუნდი უკვე დატოვეს ჟორდი მბულამ, ერიკ გარსიამ, ვილფრიდ კაპტუმმა. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ბარსა ბ"-ს კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშის, სერხიო გომესის გამოსასყიდი თანხის გადახდას დორტმუნდის "ბორუსია" გეგმავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]