ხოსე ლუის ჩილავერტი: მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება
ლეგენდარული პარაგვაელი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, არგენტინის ნაკრებთან და ლიონელ მესისთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადებას აკეთებს.
"არგენტინის ნაკრები, მესის გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდანაც კი ვერ გავა. გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან: აგუერო, იგუაინი, დი მარია, დიბალა. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ ისინი თამაშებს არ იგებენ. თამაშებში სხვაობას ლიონელი ქმნის. მაშინაც კი, როდესაც ის უბრალოდ დგას, მეტოქეს მისი ეშინია.
მინდა, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეს და მოიგოს. რატომ? მესის გამო, რადგან მე მისი ფანი ვარ. ის სხვა პლანეტიდანაა, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი კი დედამიწელები არიან. სწორედ ესაა განსხვავება. როდესაც მესი ფეხბურთიდან წავა, ყველა ვიტირებთ. მომდევნო მესი მხოლოდ ათასი წლის შემდეგ გამოჩნდება." - ციტირებს ჩილავაერტის სიტყვებს La Nacion.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]