მიზეზები, რომელთა გამოც ალეიშ ვიდალი "ბარსელონაში" რჩება

მიზეზები, რომელთა გამოც ალეიშ ვიდალი "ბარსელონაში" რჩება

თუ დღეს რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბარსელონას" კატალონიელი უნივერსალი ალეიშ ვიდალი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, ვიდალის "ბარსელონაში" დარჩენას 2 მიზეზი აქვს.

პირველი ერნესტო ვალვერდეს სურვილია. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი 28 წლის ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე იყენებს, რაც, უსმან დემბელეს ტრავმის პირობებში, გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "ბარსელონამ" სასურველი წინადადება ვერ მიიღო. ვიდალის დამატებით "რომა" და "სევილია" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ კატალონიელთათვის მომხიბვლელი შეთავაზების გაკეთება ვერცერთმა მოახერხა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება. თუ ბოლო საათებში "ბარსელონას" მისთვის მისაღები წინადადებით არ მიმართეს, ვიდალი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 31 იანვარი 2018 22:51
    0
    არ უნდა გაყიდონ გამოცდილი იგროკი სათადარიგოზეც გვინდა.
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #7 31 იანვარი 2018 22:12
    0
    Es araa gasashvebi
    otika97
    სტუმარი [?]
    #6 31 იანვარი 2018 19:13
    0
    ციტატა: ROUCH
    ციტატა: Maradona
    ამ კაცის დარჩენა მარტო იმიტოც მინდა რო რეალს გაუტანა

    მაგრე ბარტრამაც გაუტანა რეალს და დაგვეტოვა, ხო მართლა ბორუსია ყიდის და დავაბრუნოთ

    Betisma daimataaukvee
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 იანვარი 2018 18:46
    0
    იყოს სეზონუს ბოლომდე და მერე გაუშვან. რას გაიგებ იქნებ სადმე დაგვჭირდეს. დემბელე ტრავმირებულია, კოუტინიო ლიგაზე ვერ ითამაშებს და დეულოფეუ იჯარით გავუშვით. ასე რომ ვერ გაიგებ სად გამოგვადგეს. მომატებული აქვს აშკარად ვალვერდეს ხელში. სეზონის ბოლოს კი 10-დან 20 მილიონამდე ვინც შემოგვთავაზებს მისცენ.
    kaxikaxi
    სტუმარი [?]
    #4 31 იანვარი 2018 18:41
    0
    თუ დარჩება გამოადგება ბარსას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 იანვარი 2018 18:34
    0
    ციტატა: Maradona
    ამ კაცის დარჩენა მარტო იმიტოც მინდა რო რეალს გაუტანა

    მაგრე ბარტრამაც გაუტანა რეალს და დაგვეტოვა, ხო მართლა ბორუსია ყიდის და დავაბრუნოთ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 31 იანვარი 2018 18:03
    0
    სჯობს გავყიდოთ
    data cule
    სტუმარი [?]
    #1 31 იანვარი 2018 17:17
    0
    ძაან კაია რო რჩება