დეულოფეუს ტრანსფერის ფინანსური დეტალები
როგორც უკვე იცით, "ბარსელონას" 23 წლის შემტევი ჟერარ დეულოფეუ, სეზონის ბოლომდე, იჯარით, ინგლისური "უოტფორდში" ითამაშებს.
კატალონიური Sport კლუბებს შორის არსებული გარიგების დეტალებს ასაჯაროებს.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელის ხელფასს სრულად "უოტფორდი" დაფარავდა. დღეს გაირკვა, რომ თუ ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეულში მოხვდება, "ბარსელონა" ერთ მილიონ ევროს მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ზაფხულში, "ბარსელონა" დეულოფეუს 20 მილიონ ევროზე ძვირად გაყიდის, კატალონიელები მიღებულ ერთ მილიონს "უოტფორდს" დაუბრუნებენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ "ბარსამ" დეულოფეუ უახლოეს ზაფხულში არ გაყიდა, ფეხბურთელის კონტრაქტი 2020 წლამდე გახანგრძლივდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]