პიკეს განცხადებას ფეხბურთის ფედერაცია შეისწავლის
ჟერარ პიკეს მიერ "ესპანიოლთან" დაკავშირებით გამართულ განცხადებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტში შეისწავლიან. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ესპანეთის თასიდან "ესპანიოლის" გამოგდების შემდეგ, პიკემ მეტოქე მოიხსენია როგორც "ესპანიოლი" კორნელიადან". "ესპანიოლის" წარმომადგენლების აზრით, ეს განცხადება ქსენოფობიის ნიშნებს შეიცავს, რადგან პიკემ, "ესპანიოლი" სხვა ქალაქისთვის (კორნელიას) მიკუთვნებით, სცადა, ეს კლუბი დაეკნინებინა.
მადრიდული პრესის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხის გამოძიებაზე თანხმობა განაცხდა და ახლა სპეციალური კომისია შეისწავლის, უნდა დაისაჯოს თუ არა "ბარსელონას" ცენტრალური მცველი.
თავად პიკე კი ამბობს, რომ გაკეთებულ განცხადებას არ ნანობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]