ჟორდი მესტრე: ნეიმარი, "ბარსელონასთან", გულახდილი არ ყოფილა
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ ბრაზილიელი კატალონიურ კლუბს ცუდად მოექცა.
"ნეიმართან და მის მამასთან კონტაქტი დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა... თუმცა, ისინი, ჩვენთან, გულახდილები არ იყვნენ. ყველაზე მეტად საწყენი სწორედ ესაა.
ის რომ პირდაპირ მოსულიყო და ეთქვა, რომ წასვლა სურდა, როგორც ეს სესკმა, პედრომ, ალექსისმა და მასკერანომ გააკეთეს, დავთანხმდებოდით. ასეთ სიტუაციაშია, თავი არ უნდა მოიტყუო. ის ჩვენ კატა-თაგვობანას გვეთამაშებოდა.
გარკვეულ მომენტში მივხვდით, რისკენ მიჰყავდა ნეიმარს საქმე და ამის გამო, მისთვის პრემიის გადახდაზე უარი ვთქვით.
ნეიმარს, ჩვენთვის, არაფერი უთქვამს. მას რომ თავიდანვე ყველაფერი ეთქვა, პსჟ ფეხბურთელს უფრო იაფად შეიძენდა. ნეიმარს სურდა, თავისი ქმედებით, სატრანსფერო ბაზარი გაეღვივებინა. ის რომ სხვაგვარად მოქცეულიყო, საკუთარ ტრანსფერებზე ბევრ ფულს დავზოგავდით და პრესაში აურზაურსაც თავიდან ავირიდებდით.
რატომ მოიქცა ნეიმარი ასე? მან იცოდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვერ გახდებოდა, სანამ მესი "ბარსელონაში" იქნებოდა. მან ჩათვალა, რომ საუკეთესოდ ქცევისთვის უნდა წასულიყო." - ციტირებს მესტრეს სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]