დერბის წინ "ბარსელონას" და "ესპანიოლის" პრეზიდენტების შეხვედრა არ შემდგარა
კატალონიური დერბის წინ "ბარსელონას" და "ესპანიოლის" წარმომადგენლები, მათ შორის მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს შეხვდნენ, რაც კლუბებს შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნების მხარდაჭერის სიმბოლოა. თუმცა, კლუბების პრეზიდენტების ტრადიციული სადილი არ გაიმართა.
როგორც ცნობილი გახდა, "ესპანიოლის" ჩინელ პრეზიდენტს, ჩენ იანშენს სხვა მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა და ბართომეუს ამის გამო ვერ შეხვდა. იანშენი, როგორც წესი, კატალონიაში დიდ დროს არ ატარებს და ის მალე სამშობლოში გაემგზავრება, "ბარსელონას" პირველი პირი კი დღევანდელ შეხვედრას დაესწრება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]