“ლევანტე”-”ბარსელონა” – მატჩის განაცხადი
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "ბარსელონას” განაცხადში დაბრუნდა მისი კაპიტანი – კარლეს პუიოლი, მაგრამ მიუხედავად ამისა კლუბის დაცვა ოპტიმალური შემადგენლობით მაინც არ იქნება წარდგენილი ლევანტეში.
პუიოლის დაბრუნების სანაცვლოდ განაცხადში ვერ მოხვდნენ ჯანლუკა ძამბროტა და რაფაელ მარკესი. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა "სარაგოსასთან” თამაშში მიიღო. თუ ძამბროტას ტრავმამ თამაშის გაგრძელების საშუალება არ მისცა, მარკესმა თამაში ჩაამთავრა, მაგრამ შემდეგ ვარჯიში ვეღარ შესძლო მარჯვენა ფეხის ტკივილის გამო სამედიცინო შტაბი იძულებული გახდა მისთვის თამაშის ნება არ დაერთოთ.
კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში რონალდინიო, რომელსაც სარეაბილიტაციო პერიოდის გამო ზედიზედ უკვე მესამე მატჩი უცდება.
ტექნიკური პრობლემების გამო განაცხადს მიღმა დარჩა ასევე სანტიაგო ესკეროც, ხოლო განაცხადს დაემატნენ ეიდორ გუდიონსენი და მარკ კროსასი.
სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ვალდესი, ხორკერა
მცველები: ოლეგერი, პუიოლი, ტურამი, მილიტო, აბიდალი, სილვინიო
ნახევარმცველები: ტურე, კროსასი, ჩავი, დეკო, ინიესტა
თავდამსხმელები: გუდიონსენი, მესი, ჯოვანი, ბოიანი, ანრი
მატჩს პირდაპირ ეთერში 00:00 საათზე აჩვენებს ტელეკომპანია НТВ Футбол, ხოლო ვისაც არ გაქვთ ეს არხი, თამაშის ყურება შეგეძლებათ მისამართზე http://www.live.mail.barcamania.ge/index.php?categoryid=8
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]