"ბარსელონა" - ევროპული ჩემპიონატების მეფე

"ბარსელონა" - ევროპული ჩემპიონატების მეფე

ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის "ბარსელონა" ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში ჯერ წაგება არ აქვს. მთელი კონტინენტის მასშტაბით კი, ასეთი გუნდი სულ ხუთია.

"ბარსელონამ", ლა ლიგაში ზედიზედ 22 თამაში არ წააგო, რაც კატალონიური კლუბის რეკორდია. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა, ამ 22 შეხვედრიდან, 18 მოიგო. შედეგად, "ბარსა" "ატლეტიკოს" 9, "ვალენსიას" 18 და "რეალს" 19 ქულით უსწრებს.

"ბარსელონას" შანსი აქვს "რეალის" მიერ 1931/32 წლებში ნაჩვენები შედეგი გაიმეოროს და ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავროს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 86 წლის წინ, ლა ლიგაში თითო გუნდი მხოლოდ 18 შეხვედრას ატარებდა.

მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულთან" 3:4 წააგო, კატალონიური კლუბი ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ერთადერთია, რომელსაც ჯერ არ წაუგია.

გერმანიის ბუნდესლიგას "ბაიერნი" 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პრემიერ ლიგაში "სიტის" 13-ქულიანი უპირატესობა აქვს, ხოლო საფრანგეთში "პარი სენ-ჟერმენი" 11 ქულითაა წინ. თუმცა, სამივე ამ გუნდს, შიდა ასპარეზზე, მინიმუმ ერთი წაგება აქვს. დაძაბული სიტუაციაა იტალიაში - "ნაპოლი", რომელსაც 1 წაგება აქვს, მდევარ "იუვენტუსს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

თუ თვალს ევროპული ქვეყნების ყველა ჩემპიონატს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ წაუგებელი გუნდი ცოტაა.

ამ გუნდებს შორის ყოფნის შანსი ჰქონდა ლიმასოლის "აპოლონს", მაგრამ კვიპროსის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, გათამაშების სტარტზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, ერთი კვირის წინ დამარცხდა.

პორტუგალიაში, დიდი ხნის განმავლობაში, 2 წაუგებელი გუნდი იყო - "პორტუ" და "სპორტინგი", მაგრამ ამ უკანასკნელმა წინა ტურში წააგო და დაუმარცხებელი მხოლოდ "პორტუ" დარჩა. თუმცა, სერხიო კონსეისაოს გუნდს დასამთავრებელი აქვს "ესტორილთან" შეხვედრა. 16 იანვრს დაწყებული ეს მატჩი, რომლის პირველი ტაიმიც "ესტორილმა" 1:0 მოიგო, დასამთავრებელია.

ასევე წაუგებლები არიან ზაგრების "დინამო" (15 მოგება, 5 ფრე) ხორვატიაში და "პლზენი" (15 მოგება, 1 ფრე) ჩეხეთში.

UEFA-ში ცოტა ხნის წინ გაწევრიანებული გიბრალტარის ჩემპიონატს კი, 10 თამაშიდან 10 მოგებით, "ლინკოლნ რედ იმპსი" ლიდერობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 7 თებერვალი 2018 18:40
    0
    წელს ტრიპლეტი ჩვენია
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 7 თებერვალი 2018 16:24
    0
    ცჰემპიონთა ლიგას მოვიგებთ წელს
    gogi88
    სტუმარი [?]
    #2 7 თებერვალი 2018 13:57
    0
    მალტაში ყველას აქვს დამარცხება? laughing
    Culé [?]
    #1 7 თებერვალი 2018 11:39
    0
    კაი კაცო მასე მაღაროელიც დაუმარცხებელია laughing laughing laughing