მარსელინო: პიკე? მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომლის ხილვაც ჩვენს წინააღმდეგ მოედანზე არ მსურს...
პარასკევს, "ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ვალენსიას" დაუპირისპირდება. როგორც იცით, 3 დღის წინ "ესპანიოლთან" მატჩში ტრავმა მიიღო ჟერარ პიკემ და მან შესაძლოა "მესტალიაზე" ვერ ითამაშოს. ეს საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ "ღამურების" დამრიგებელი, მარსელინო ტორალი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
"ბარსელონას" შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც მინდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშოს. ეს ლეო მესია, მაგრამ უკეთესი სანახაობისთვის აჯობებს, თუ ის მოედანზე იქნება. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს". - აცხადებს მარსელინო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]