სერხიო ბუსკეტსი: ქულების დაკარგვას გამართლება არ აქვს
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა, "ხეტაფესთან" ქულების დაკარგვის (0:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"საჩემპიონო ბრძოლა არც არასდროს იყო შეწყვეტილი. ოქროს მედლების ბედი, მიმდინარე სეზონში, ყოველთვის ღია იყო. დღეს, მოგებას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით. აშკარა საგოლე მომენტები არ გვქონია, რის გამოც 2 ქულა დავკარგეთ.
გასული თვე, ფიზიკურად და მორალურად, ძალიან რთული იყო. ამის მიუხედავად, ამ ფრის გადაღლილობისთვის დაბრალება არასწორია.
ქულების დაკარგვას გამართლება არ აქვს, მაგრამ წლის დასაწყისში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით ამაყები ვართ." - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]