ბალუ ტაბლა: დროგბამ მითხრა, რომ ჩემი შესაძლებლობების გამოსავლენად თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო

ბალუ ტაბლა: დროგბამ მითხრა, რომ ჩემი შესაძლებლობების გამოსავლენად თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო

"ბარსა ბ"-ს ახალწვეული, 18 წლის ბალუ ტაბლა აცხადებს, რომ კლუბში გადმოსვლის შემდეგ მას რჩევა ლეგენდარულმა კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ მისცა. ბალუმ და დროგბამ ერთმანეთი კანადურ "მონრეალ იმპაქტში" თამაშის დროს გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი კოტ დ'ივუარის ქალაქ აბიჯანშია დაბადებული. 

"დროგბას გუშინ ვესაუბრე. ის გახარებულია იმით, რომ ისეთ კლუბში მოვხვდი, როგორიც "ბარსელონაა". მან მითხრა, რომ ყველაფერი ახლა იწყება და ჩემი შესაძლებლობების გამოსავლენად ყოველდღე თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო.

იანვარში, როცა "მონრეალი" MLS-ის ფლეი-ოფებიდან გამოვარდა, კოტ დ'ივუარში გავემგზავრე, კანადაში დაბრუნების შემდეგ კი ტრანსფერი უცებ გადაწყდა. 

აქაურობა ძალიან მომწონს. განსაკუთრებით აქაური კერძები, რომლებიც ძალიან გემრიელია. მომდევნო კვირიდან ესპანური ენის სწავლასაც დავიწყებ. ბარსელონას უკვე ვეჩვევიე, ეს შესანიშნავი ქალაქია". - ციტირებს ტაბლას სიტყვებს Sport. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    D11 S9 M10
    სტუმარი [?]
    #4 13 თებერვალი 2018 23:43
    0
    Midi midi moixode
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 12 თებერვალი 2018 21:55
    0
    იმედია დაიმსახურებ პირველ გუნდში დაწინაურებას
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 12 თებერვალი 2018 21:04
    0
    არადა მაგრა დაიწყო თავიდან მაგრამ მონდომებაა აკლია ბალოოს
    lupo
    სტუმარი [?]
    #1 12 თებერვალი 2018 19:57
    0
    დროგა გიჟი იყო კარგად თამაშობდა