"ბარსელონას" მაისურის ფასი მომავალი სეზონიდან 200 მილიონ ევროზე მეტი იქნება

"ბარსელონას" მაისურის ფასი მომავალი სეზონიდან 200 მილიონ ევროზე მეტი იქნება

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ და კლუბის სპონსორებმა ახალ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. განახლებული პირობების თანახმად, ცნობილი კომპანიები "ბლაუგრანას" მაისურის საკუთარი ლოგოთი გასაფორმებლად უფრო მეტს გადაიხდიან

"ბარსელონა" Beko-სგან ახალი კონტრაქტის მიხედვით 19 მილიონ ევროს მიიღებს, რის სანაცვლოდაც ცნობილი კომპანიის ლოგო მაისურის მარცხენა მკლავზე და სავარჯიშო სამოსის წინა და უკანა მხარეს განთავსდება.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელები ასევე Rakuten-სგანაც მიიღებენ უფრო დიდ თანხას. იაპონელი სპონსორები ივნისის შემდეგ მაისურზე დატანებული რეკლამის სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს გადაიხდიან. საერთო ჯამში აღნიშნული გარიგებიდან მიღებული შემოსავალი სავარაუდოდ 155 მილიონ ევროს მიაღწევს, რადგან კონტრაქტის მიხედვით Rakuten-ი ესპანური კლუბის ოფიციალური მაღაზიის ლიცენზიის მფლობელიც გახდება.

ამასთანავე, პარალელურად დამატებით Nike-თან და კლუბის სხვადასხვა რეგიონალურ სპონსორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, "ბარსელონას" მაისურის ფასი 2018 წლის ზაფხულიდან 235.5 მილიონი ევრო იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 16 თებერვალი 2018 18:03
    0
    კარგია ფული რომ ექნება გუნდს
    Culé [?]
    #6 16 თებერვალი 2018 17:53
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    იიფ 235.5 მილიონი ევრო საკაიფო მაყუთია ორ კაი ტრანსფერს გააკეთბს გუნდი მაგ ფულით

    მაგ თანხის 60-70 % მოხმარდება სტადიონის რეკონსტრუკციას სავარაუდოდ ისედაც ამ ტრანსფერებში ბევრი დახარჯეს და არამგონია ისევ იგივე განმეორდეს
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 16 თებერვალი 2018 14:44
    0
    მაისურია თუ სასტუმრო
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #4 16 თებერვალი 2018 13:00
    0
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Cule Is Always Elegant
    შარშან 20 ლარად ვიყიდე ბაზრობაზე.... როგორ იზრდება ფასები confused


    მაისურის ფასი კი არ იზრდება, იზრდება რეკლამის გადამხდელთა ფასები ანუ ყველანი ერთად ბეკოც რაკუტენიც და ნაიკიც ერთად 200 მილიონზე მეტს გადაუხდიან ბარსას, რა არის გაუგებარი.
    მაისური როგორც ღირდა 20 ლარად თბილისში იგივე იქნება ან მეტი ან ნაკლები 5-10 ლარის ფარგლებში გააჩნია ქართველ "საქმოსნებს"

    აა. მეთქი 200 მილიონს რა შეაგროვებს sweat_smile გაიხარე ძმა, დავმშვიდდი ცოტა :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 თებერვალი 2018 12:43
    0
    ციტატა: Cule Is Always Elegant
    შარშან 20 ლარად ვიყიდე ბაზრობაზე.... როგორ იზრდება ფასები confused


    მაისურის ფასი კი არ იზრდება, იზრდება რეკლამის გადამხდელთა ფასები ანუ ყველანი ერთად ბეკოც რაკუტენიც და ნაიკიც ერთად 200 მილიონზე მეტს გადაუხდიან ბარსას, რა არის გაუგებარი.
    მაისური როგორც ღირდა 20 ლარად თბილისში იგივე იქნება ან მეტი ან ნაკლები 5-10 ლარის ფარგლებში გააჩნია ქართველ "საქმოსნებს"
    GioO_FCB
    სტუმარი [?]
    #2 16 თებერვალი 2018 12:09
    0
    ალბათ 200 ევროზე მეტი და არა 200 მილიონზე
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #1 16 თებერვალი 2018 12:08
    0
    შარშან 20 ლარად ვიყიდე ბაზრობაზე.... როგორ იზრდება ფასები confused