პაულინიო - ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდსმენი
"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო ესპანური ფეხბურთის ახალი ისტორიული რეკორდის შემოქმედი გახდა.
29 წლის ფეხბურთელს, ლა ლიგაში, 23 თამაში აქვს ჩატარებული და მან ჯერ მარცხის გემო არ იცის. ესპანური ფეხბურთის ისტორიაში არ მოიძებნება სხვა ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს - ამდენჯერ უთამაშია და არასდროს წაუგია.
იდეალურთან მიახლოებული სტატისტიკა აქვს სამუელ უმტიტისაც - პრიმერას 41 თამაშში მხოლოდ 1 მარცხი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]