"ჩელსი"-"ბარსელონა" - განაცხადი ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ იმ 21 ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც "ჩელსისთან" სამშაბათს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
პირველი გუნდიდან განაცხადში ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი მოხვდა. ერნესტო ვალვერდე ფილიპე კოუტინიოსა და ნელსონ სემედუს მოისაკლისებს. პირველ მათგანს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თამაშის უფლება არ აქვს, მეორე კი დისკვალიფიცირებულია.
განაცხადში ასევე მოხვდა "ბარსა ბ"-ს მეკარე ორტოლა.
კატალონიური გუნდის სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, პაულინიო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მინა, ვერმალენი, ორტოლა.
ამ 21 ფეხბურთელიდან საბოლოო განაცხადში 18 დარჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]