ივან რაკიტიჩი: თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით
"ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და მეტოქეს ვჯობნიდით, მაგრამ თავისი გასაკეთებელი მათაც გააკეთეს. "ჩელსიმ" კარში სულ 3-ჯერ დაარტყა, ერთი გავიდა, 2 კი ძელს მოხვდა. ისინი თავს იცავდნენ და ჩვენს შეცდომებს ელოდნენ.
ვფიქრობ, "კამპ ნოუზე" ლონდონელებმა უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ, "ბარსამ" კი სტილი არ უნდა შეცვალოს". - განაცხადა რაკიტიჩმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]