სამუელ უმტიტი: სახლში უფრო მეტი სივრცე გვექნება
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" გუშინ გამართული შეხვედრა შეაჯამა.
"ვიცოდით, რომ ვითამაშებდით კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კომპაქტურად მოქმედებს დაცვაში და შეეცდებოდა ჩვენს დამარცხებას. ასეც მოხდა. ბურთს ვფლობდით, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. მეტოქეს რამდენიმე შანსი ჰქონდა. საბედნიეროდ, გატანა მოვახერხეთ და ახლა განმეორებითი მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ეს თამაში, ტაქტიკური თვალსაზრისით, კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ "ჩელსი" მეტი მომენტის შექმნას შეეცდება. სახლში შეტევების ორგანიზაციისთვის უფრო მეტი სივრცე გვექნება", - აცხადებს უმტიტი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]