სერჟი რობერტო: ამ გუნდის ფანი ბავშვობიდან ვარ
"ბარსელონას" ესპანელი მარჯვენა მცველი სერჟი რობერტო, მშობლიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
"იმ წუთიდან, როდესაც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო, აქ დარჩენა მინდოდა. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია და მისი ფანი ბავშვობიდან ვარ.
სიმართლეა, რომ ჩემი შეძენით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ დარჩენა მინდოდა და მიხარია, რომ კონტრაქტი 2022 წლამდე გავახანგრლივე. თუ ხელშეკრულებას კიდევ უფრო ხანგრძლივი ვადით გავაფორმებ, უკეთესი იქნება.
იმედი მაქვს, ეს ბოლო კონტრაქტი არაა, რომელიც "ბარსელონასთან" გავაფორმე. კარიერის ამ გუნდში დასრულება მსურს. იმედი მაქვს, მესისა და ინიესტას გზას დავადგები." - ციტირებს რობერტოს სიტყვებს Sky Sports.
ახალი კონტრაქტის თანახმად რობერტოს გამოსასყიდი თანხა ნახევარი მილიარდი ევროა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]