ოფიციალურად: FIFA-მ "ბარსელონას" წინააღმდეგ ნეიმარის საჩივარი არ დააკმაყოფილა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ, "ბარსელონას" წინააღმდეგ ნეიმარის მიერ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. ამის მიზეზი ისაა, რომ იმავე საქმეზე, იმავე მხარეებს შორის, დავა ესპანეთის სასამართლოში მიმდინარეობს.
ნეიმარი "ბარსელონასგან" 40 მილიონ ევროს ითხოვს. ამ თანხაში შედის 26 მილიონი, რომელიც "ბარსელონას" ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა და თანხის გადაუხდელობისთვის ჯარიმებიც. "ბარსელონა" მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნეიმარმა კონტრაქტი გაწყვიტა, მას ეს თანხა არ ეკუთვნის და მეტიც, კატალონიელები ბრაზილიელს თავადაც უჩივიან იმის გამო, რომ მან ხელშეკრულების პირობები დაარღვია.
"იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი, იმავე მხარეებს შორის, სხვა ორგანოში განიხილება, FIFA-მ მხარეებს აცნობა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში გამოძიების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. შესაბამისად, საქმე ფორმალური მიზეზით, დაიხურა." - ციტირებს FIFA-ს პრეს-ატაშეს სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]