დემბელე 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრანგ სპორტსმენში მოხვდა

დემბელე 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრანგ სპორტსმენში მოხვდა

L’Équipe-ს ცნობით, "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელის უსმან დემბელე 2017 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრანგ სპორტსმენში მოხვდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფრანგი სპორტსმენი "მანჩესტერის" ნახევარმცველი პოლ პოგბა აღმოჩნდა. "ბარსას" 20 წლის ფეხბურთელის შემოსავალმა გასულ წელს 10.7 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 5.5 მილიონით მეტია 2016 წელთან შედარებით.

2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი 10 ფრანგი სპორტსმენის სრული სია ასე გამოიყურება:

1. პოლ პოგბა (ფეხბურთი) - 22.2 მილიონი ევრო (+4.2 მილიონი გასულ წელთან შედარებით)

2. ტონი პარკერი (კალათბურთი) - 19.7 მილიონი (+0.1)

3. ანტუან გრიზმანი (ფეხბურთი) - 19.1 მილიონი (+6.8)

4. ნიკოლა ბატუმი (კალათბურთი) - 18.9 მილიონი (+4,9)

5. ქარიმ ბენზემა (ფეხბურთი) - 16.3 მილიონი (+0,7)

6. ჟოაკიმ ნოა (კალათბურთი) - 16.1 მილიონი (+2,2)

7. ევან ფურნიე (კალათბურთი) - 15.2 მილიონი (+10,6)

8. იან მაინმი (კალათბურთი) - 14 მილიონი (+8,5)

9. ფრანკ რივერი (ფეხბურთი) - 13.9 მილიონი (-0.1)

10. უსმან დემბელე (ფეხბურთი) - 10.7 მილიონი (+5.5)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 თებერვალი 2018 17:52
    0
    ბენზემას რატო ამდენიიიი :D