"ბარსელონა" - "ჟირონა" - ფაქტები
ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ჟირონა" 6:1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ აღნიშნული შეხვედრის საინტერესო ფაქტებს:
- "ბარსელონას" ფორვარდმა, ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში ჰეთ თრიქი პირველად გაიფორმა. უშედეგო სტარტის შემდეგ, ურუგვაელმა ბომბარდირმა ფორმა აღიდგინა. კატალონიელთა ცხრიანი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში 20 გოლით მეორეა.
- ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 21 იანვრის შემდეგ, ერთ მატჩში ორ გოლზე მეტი პირველად გაიტანა. აქამდე ჩატარებულ 8 შეხვედრაში "ბლაუგრანამ" საერთო ჯამში, 11-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
- ახალწვეულებმა თავი გამოიჩინეს: ფილიპე კოუტინიომ აქტივში საგოლე გადაცემა და შესანიშნავი შორეული დარტყმა ჩაიწერა, რითაც "ლივერპულში" გამოირჩეოდა. დემბელემ კი შეხვედრის მეორე ნახევარში ლუის სუარესს "ასისტი" გაუკეთა და მაყურებელს ნეიმარი თუ არა, "დორტმუნდის" უსმანი მაინც გაახსენა.
- ჟერარ პიკემ მიღებული დაზიანების გამო მოედანი 61-ე წუთზე დატოვა, თუმცა, ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდეგ ქომაგები დაამშვიდა იმ განცხადებით, რომ კატალონიელთა დაცვის ლიდერს სერიოზული ტრავმა არ აღენიშნება. რაც შეეხება სემედუს - AS ვარაუდობს, რომ პორტუგალიელი სულ მცირე, 1 თვით იუქმებს.
- ლეო მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე გუნდს გაუტანა და ამით არგენტინელმა მორიგი რეკორდი დაამყარა. "ჟირონას" წინააღმდეგ მშრალად ჩატარებული პირველი წრის შეხვედრის შემდეგ, ლეომ კატალონიელი ახალწვეულების კარი 2 შესანიშნავი დარტყმით აიღო.
- ზედიზედ 32-ე შეხვედრა, რომელიც "ბარსელონამ" ლა ლიგაში წაუგებლად ჩაატარა. კლუბის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა. "ბარსამ" 2011/12 წლებში პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]