ოფიციალურად: ნელსონ სემედუ 5 კვირა ვერ ითამაშებს
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა კლუბის მედიკოსების დასკვნა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელ განაპირა მცველს მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებს და ის ხუთ კვირას იუქმებს.
მოგეხსენებათ, სემედუმ ტრავმა "ჟირონასთან" (6-1) მატჩში მიიღო და 85-ე წუთზე კატალონიელები 10 კაცით დარჩნენ, რადგან ერნესტო ვალვერდეს სამივე ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდა.
აღნიშნულ პერიოდში, კატალონიელებს ლა ლიგაში სათამაშო აქვთ "ლას პალმასთან", "ატლეტიკოსთან" და "მალაგასთან", კატალონიის სუპერ თასზე "ესპანიოლთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" განმეორებითი მატჩი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]