ვალვერდეს "ლას პალმასთან" მესის დასვენება უნდა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, "ლას პალმასთან" მატჩში, კატალონიური გუნდის არგენტინელი ლიდერის, ლიონელ მესის დასვენების ვარიანტს განიხილავს.
ვალვერდეს სურს, 30 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში "ატლეტიკოსთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" გასამართი მნიშვნელოვანი თამაშების წინ დაასვენოს.
პრობლემა ისაა, რომ ესპანელ სპეციალისტს, დისკვალიფიკაციის საშიშროების გამო, "ლას პალმასთან" მოედანზე არც ლუის სუარესის გამოყვანა უნდა. ურუგვაელმა ყვითელი ბარათი რომ მიიღოს, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ეს მისთვის რიგით მე-5 იქნება და მას "ატლეტიკოსთან" შეხვედრის გამოტოვება მოუწებს.
ვალვერდეს გადაწყვეტილების მისაღებად 2 დღე აქვს. "ლას პალმასი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 1 მარტს შეხვდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]