მესის მორიგი მასტერკლასი - სხვაობა 8 ქულაა!
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურში "ბარსელონამ" უშუალო კონკურენტი, "ატლეტიკო" დაამარცხა. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.
26-ე წუთზე არგენტინელმა ფორვარდმა, ლეო მესიმ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24-ე გოლი გაიტანა. ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით "ბლაუგრანას" "ათიანმა" "ატლეტიკოს" 8-მატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტა.
სხვაობა დიეგო სიმეონესა და ერნესტო ვალვერდეს გუნდებს შორის 8 ქულამდე გაიზარდა, რაც საკმაოდ სერიოზული უპირატესობაა. ამ სეზონში, ლა ლიგაში ჯერ ვერავინ მოახერხა კატალონიური გრანდის დამარცხება.
მომდევნო შეხვედრას "ლურჯ-შინდისფრები" 10 მარტს, "მალაგას" წინააღმდეგ, 23:45 საათზე გამართავენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]