"ბარსელონას" სამიზნე: ჩემი კუმირი ინიესტაა
ფრანგული "ლიონის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნე უსემ აუარი კატალონიელთა კაპიტანზე, ანდრეს ინიესტაზე საუბრობს.
"ჩემი კუმირი? ანდრეს ინიესტა. ის, ყველა 8 ნომრისთვის სამაგალითოა. შთაგონების მისაღებად და პროგრესისთვის მის ვიდეოებს დღემდე ვუყურებ ხოლმე. მას ყველაფერი აქვს, რაც მე მჭირდება.
არის "ბარსელონა", ინიესტას გამო, ჩემი ოცნების გუნდი? რა თქმა უნდა. თუმცა, ისევე, როგორც სხვა დიდი კლუბები! 19 წლის ასაკში ასეთი ამბიციურობა ნორმალურია." - აცხადებს ახალგაზრდა ნახევარმცველი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]