კიკე დე ლუკასი "ბარსა"-"ჩელსიზე": ყველაფერი შეიძლება მოხდეს
"ბარსელონას" აღზრდილი და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი, კიკე დე ლუკასი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დღევანდელ დაპირისპირებაზე საუბრობს.
"ბარსა" და "ჩელსი" განსხვავებული გუნდები არიან. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ლონდონელებისთვის ცუდი ნამდვილად არაა და ვფიქრობ, გუნდი "კამპ ნოუზეც" იგივე სტილის თამაშს შემოგვთავაზებს. მათ "ბარსელონასთვის" ბურთის დათმობა მოუწევს და შესაბამისად, ნაკლებ საგოლე მომენტს შექმნიან, თუმცა ეს შანსები უნდა გამოიყენონ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასე რომ, გასაკვირი არც ერთი შედეგი არ იქნება. თანაც, "ჩელსის" ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. საერთოდ კი, მივიჩნევ, რომ ამ დროისთვის კატალონიელები მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ არიან". - აცხადებს ლუკასი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]