ლიონელ მესი: ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანა შევძელი
"ჩელსითან" მატჩის შემდეგ შეხვედრის გმირი, ლიონელ მესი UEFA-ს ჟურნალისტებს ესაუბრა და თამაში შეაჯამა.
"სწრაფი გოლის გატანა მოვახერხეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ადვილი თამაში მაინც არ გამოვიდა, "ჩელსის" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ. მესამე გოლის შემდეგ კი, თამაშის ბედი, პრაქტიკულად გადაწყდა.
ამ ღამით ზუსტად ის მოხდა, რაც გვინდოდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ და ეს ძალიან კარგი შედეგია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ტურნირზე 100 გოლის გატანა შევძელი, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის თამაში იყო". - განაცხადა არგენტინელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]