Don Balon: "ბარსელონა" დავიდ ალაბას ტრანსფერთან ახლოსაა
"ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" დავიდ ალაბას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Don Balon-ის ინფორმაციით, კლუბები მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპზე არიან. თავად მოთამაშემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადასვლის სურვილი უკვე გამოთქვა. ავსტრიელი მარცხენა მცველის ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ ფასდება. ალაბას მიმართ ინტერესს ასევე მადრიდის "რეალიც" იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ბარსელონა" ლიდერობს.
ალაბას ამჟამინდელი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ის გერმანულ კლუბში 2009 წლიდან ასპარეზობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ Don Balon ავტორიტეტულ და სანდო წყაროებს შორის არ შედის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]