დანი ალვესი ყველაზე ტიტულიან მოთამაშეთა მწვერვალზე
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში "პარი სენ-ჟერმენმა" "მონაკოს" 3:0 მოუგო. აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა "ბარსელონას" ყოფილმა განაპირა მცველმა დანი ალვესმა, რომელიც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე გახდა.
- ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერაში 37 ტიტული აქვს მოპოვებული და აქედან 27 "ბარსელონას" შემადგენლობაში: ჩემპიონთა ლიგა (3), პრიმერა დივიზიონი (6), სამეფო თასი (5), ესპანეთის სუპერ თასი (6), საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (3), უეფას სუპერ თასი (4).
- ალვესმა მაქსველს გადაასწრო, რომლის ანგარიშზე 36 ტიტულია. საინტერესოა, რომ "ბარსელონას" ამ ფეხბურთელის კარიერულ წარმატებაშიც მიუძღვის საკმაო წვლილი: ანდრადემ 11 მათგანი სწორედ "ბლაუგრანას" მაისურით მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ალვესმა "ბარსელონა" 2016 წელს დატოვა და ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]