თასზე მორიგი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკია"

თასზე მორიგი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკია"

უკვე ცნობილია ესპანეთის სამეფო თასზე "ბარსელონას" მორიგი მეტოქე. 1/8-ფინალში კატალონიელებს ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის პირისპირ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო კლუბები წარსდგებიან. როგორც იცით, "ბარსას" ესპანეთის თასი 25-ჯერ აქვს მოგებული და იგი ამ მხრივ რეკორდსმენია, ბასკების ანგარიშზე კი 23 თასია.

პირველ მატჩს, 22-23 დეკემბერს, "კამპ ნოუ" უმასპინძებს, განმეორებითი შეხვედრა კი, 5-6 იანვარს, "სან მამესზე" გაიმართება.

ეს გუნდები, თასზე, ერთმანეთს უკანასკნელად 2009 წელს შეხვდნენ, როდესაც ვალენსიაში გამართულ ფინალურ მატჩში, "ბარსამ" მეტოქე 4:1 გაანადგურა.

თუ კატალონიელებმა ბასკების ბარიერი დასძლიეს, 1/4-ფინალში ისინი "ბეტისი"-"ხეტაფეს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან. პირველ მატჩი ამ შემთხვევაშიც ბარსელონაში გაიმართება 12 იანვარს, განმეორებითი კი 19 იანვარს.

თუ "ბარსამ" 1/4-ფინალური ეტაპიც დასძლია, 1/2-ფინალში მათი მეტოქე "ალმერია", "კორდობა", "მალიორკა" ან "დეპორტივო" იქნება. ნახევარფინალური მატჩები 26 იანვარსა და 2 თებერვალს გაიმართება.

როგორც ხედავთ, "ბარსას" "რეალთან" ფინალამდე არ უწევს შეხვედრა. გათამაშების დასკვნითი მატჩი 20 აპრილს გაიმართება.

აქვე გთავაზობთ დანარჩენ შვიდ 1/8-ფინალურ წყვილს.

ვალენსია-ვილიარეალი

კორდობა-დეპორტივო

ბეტისი-ხეტაფე

ალმერია-მალიორკა

სევილია-მალაგა

რეალი-ლევანტე

ატლეტიკო-ესპანიოლი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.