კარლოს ბილარდო: მესიმ მუნდიალი აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა მარადონას გაუტოლდეს
არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კარლოს ბილარდო მიიჩნევს, რომ დიეგო მარადონასთან გათანაბრებისთვის ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოიგოს.
"მესის ყოველთვის მარადონას ადარებენ, ამ საფეხურზე ასასვლელად კი მუნდიალის მოგება აუცილებელია. არგენტინას კარგი შანსი აქვს. ლეოს უნდა მიანიჭონ სრული თავისუფლება დაცვითი ფუნქციების გარეშე.
"ალბისელესტე" ძლიერია და გუნდს იმაზე უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე 2014 წელს, როცა მოგება შეგვეძლო. გერმანიას ვჯობდით."-ციტირებს ბილარდოს სიტყვებს Folha de Sao Paulo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]